კითხვა/ვები/წაკითხვის ხელმისაწვდომობა/სიახლეები/2024-06 დანერგვა

This page is a translated version of the page Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2024-06 deployments and the translation is 100% complete.

იერსახის მენიუ და ნაგულისხმევად ახალი სტანდარტული შრიფტის ზომა ხელმისაწვდომი იქნება სისტემიდან გამოსული მომხმარებლებისთვის

გაეცანით შეტყობინებას თქვენს ენაზეPlease help translate to your language

 

მოგესალმებით! ჩვენ ვართ ფონდ ვიკიმედიის „ვებ“ გუნდი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ გავხადოთ ვიკიმედიის პროექტები წასაკითხავად უფრო მარტივი, რაც მიმდინარე წლის წლიური გეგმის მიზნის „კითხვისა და მედიის გამოცდილების“ ნაწილია. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ დავნერგეთ „წაკითხვის ხელმისაწვდომობის“ ბეტა-ფუნქცია. ის ამატებს მენიუს, რომელიც მუშაობს „Vector 2022“ გარე იერსახი ჩართვისას და სისტემაში შესულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ სხვადასხვა შრიფტის ზომები და ფერის სქემები ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.

მენიუ ნერგავს ახალ სტანდარტული შრიფტის პარამეტრს. ეს პატარაზე ზრდის შრიფტის ზომას და სიმაღლეს. იგი შეირჩა მრავალი წყაროს საფუძველზე. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავთ „ახალი სტანდარტული შრიფტის პარამეტრის შესახებ“ სექციაში.

რა შეიცვლება

  • ჩვენ მზად ვართ გავხადოთ ახალი იერსახის მენიუ ხელმისაწვდომი სისტემიდან გამოსული და შესული მომხმარებლებისთვის.
  • ამავდროულად, ჩვენ ასევე გავხდით შრიფტის ზომის ახალ სტანდარტულ ვარიანტს ნაგულისხმევს მხოლოდ სისტემიდან გასული მომხმარებლებისთვის.
  • ტექნიკური პრობლემების არ გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენ ვგეგმავთ ამ ცვლილების განხორციელებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
  • მოგვიანებით, ამ მენიუში ასევე დაემატება მუქი რეჟიმის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ამ დროისთვის ბეტა-ფუნქციად რჩება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის გვერდი.

მენიუს შესახებ

ახალი მენიუ სისტემაში შესულ და გამოსულ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ პარამეტრები:

  1. ტექსტის ზომა და ხაზის სიმაღლე (ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომია როგორც ბეტა-ფუნქცია): მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ შრიფტის ზომა პატარა (მიმდინარე ნაგულისხმევად მოცემული), სტანდარტული (რეკომენდებულია უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის) და დიდი ვარიანტებს შორის. პარამეტრის ცვლილება გამოიწვევს ტექსტის შრიფტის ზომის და ხაზის სიმაღლის ცვლილებას.
  2. მუქი რეჟიმი (ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომია როგორც ბეტა-ფუნქცია): მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ საიტის განათება მუქ რეჟიმში მუდმივად, ან აირჩიონ „ავტომატური“ რეჟიმი, რომელიც დააყენებს მუქ რეჟიმს დღის ან ღამის შესაბამისად, მოწყობილობის ან ბრაუზერის პარამეტრზე დაყრდნობით.
  3.  
    კონტენტის სიგანე (ადრე ხელმისაწვდომი იყო გადართვის ღილაკის სახით): ჩვენ გადავიტანეთ კონტენტის სიგანის გადართვის ღილაკი გვერდის ბოლოდან ახალ მენიუში ღილაკის სახით. ის ზუსტად ისევე იმუშავებს, როგორც წინა გადამრთველი. წინა გადართვის ღილაკი აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

მენიუ, დაიტესთა როგორც ბეტა-ფუნქცია სისტემაში შესული მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვიკიში, ასევე დაიტესთა მკითხველების მიერ. ამ ტესტირებების შედეგის საფუძველზე, ჩვენ შევცვალეთ მენიუ, რათა გაუმჯობესებულიყო მისი პოვნის და გამოყენების სიმარტივე, ასევე გაჯეტების თავსებადობა.

მენიუ გამოჩნდება გვერდის მარჯვნივ, ინსტრუმენტების მენიუს ქვეშ, თუ ის დამაგრებულია. ინსტრუმენტების მენიუსგან განსხვავებით, იერსახის მენიუ ნაგულისხმევად დამაგრებულია, მაგრამ მისი დამალვა მარტივად შესაძლებელია. მენიუს დამალვის შემდეგ, ის გადადის გვერდის ზედა ველში.

ახალი სტანდარტული შრიფტის პარამეტრის შესახებ

მიმდინარე ნაგულისხმევ შრიფტად მოცემულია „პატარა“ ვარიანტი. ჩვენ შევცვლით მას „სტანდარტულზე“ სისტემიდან გასული მომხმარებლებისთვის, ხოლო „პატარას“ შევინარჩუნებთ ნაგულისხმევ ვერსიად სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის. „სტანდარტული“ და „დიდი“ ვარიანტები შეიქმნა და ტესტი გაიარა შემდეგ მოცემულობებზე დაყრდნობით:

  • აკადემიური კვლევები და რეკომენდაციები შრიფტის საუკეთესო საშუალო ზომისთვის, რაც მისაღებია მკითხველთა უმრავლესობისთვის. ამ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ჩვენი ამჟამინდელი შრიფტის ზომა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ადამიანების უმეტესობა კომფორტულად წაიკითხონ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები საშუალოდ უფრო ნელა კითხულობენ, კითხვისას ძაბავენ თვალებს ან უჭირთ ტექსტის ნათლად დანახვა. ნაგულისხმევად მოცემული შრიფტის ზომის გაზრდა აუმჯობესებს ამ საკითხებს ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი დრო, რათა დახარჯონ დრო პარამეტრის შეცვლაზე იერსახის მენიუს ან ბრაუზერის მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის სიმკვრივე, რის გამოც ჩვენ გვინდოდა გაგვეზარდა შრიფტის ზომა ინფორმაციის სიმკვრივის დაკარგვის გარეშე. ჩვენ ამას მივაღწიეთ არა მხოლოდ შრიფტის ზომის, არამედ ხაზის სიმაღლისა და აბზაცების ინტერვალის შეცვლით.
  • 13 სხვადასხვა ენის, დამწერლობისა და ზომის ვიკიპედიიდან 630-ზე მეტი ვიკიპედიელის მიერ გამოგზავნილი დიზაინი. ამ მომხმარებელთა უმრავლესობამ (~450) აირჩია შრიფტის ზომა, რომელიც ნაგულისხმევად მოცემულზე დიდი იყო. „სტანდარტული“ შრიფტი წარმოადგენს საშუალოდ პასუხების ყველაზე პოპულარული კლასტერს (15-20 პიქსელი). „დიდი“ შრიფტი წარმოადგენს კიდევ უფრო დიდი ვარიანტის საჭიროებას, როგორც წარმოდგენილია 21-26 პიქსელის ზომის კლასტერში. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით როგორ ჩავრთეთ პროცესში მოხალისეები და როგორ მივიღეთ ეს პარამეტრები.
  • ბეტა-ფუნქციის გამოყენებამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ფუნქციასთან ერთხელ მაინც, ირჩევენ შრიფტის ზომას, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე მიმდინარე ნაგულისხმევად მოცემული.

აქამდე რაც გავაკეთეთ და შემდეგი ნაბიჯები

სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის ამ დროისთვის შენარჩუნდება ნაგულისხმევად „პატარა“ შრიპტის ზომა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ზომაზე გადასვლა. რამდენიმე თვეში შევისწავლით, სისტემაში შემოსული რამდენი მომხმარებელი გადავა ახალ „სტანდარტულ“ ზომაზე და დავიწყებთ დისკუსიას, აქვს თუ არა აზრი სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის ზომის გადართვას. ბეტა-ფუნქციიდან აღებული პირველადი მონაცემების მიხედვით, სესიების 55%-მა, რომლებიც ურთიერთქმედებდნენ ფუნქციასთან, აირჩია სტანდარტული ან უფრო დიდი შრიფტის პარამეტრი.

თუ დახმარება გსურთ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარტივი თხოვნა თქვენთვის:

  1. გთხოვთ, ჩართოთ ბეტა-ფუნქცია („წაკითვის ხელმისაწვდომობა (Vector 2022)“)
  2. შეამოწმეთ ახალი მენიუ. რამე გაუგებარია? გესმით ყველა წარწერა და როგორ მუშაობს მენიუ?
  3. შეამოწმეთ პატარა, სტანდარტული და დიდი შრიფტის ზომები, ფერის სქემები და სიგანის გადართვა. დაგვიკავშირდით, თუ შეამჩნევთ რაიმე შეცდომებს, ან გაქვთ შეკითხვები ან შეშფოთება.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი პროექტის შესახებ, იხილეთ ხშირად დასმული კითხვების გვერდი. გამოხმაურება და კითხვები მისასალმებელია. მადლობა!