Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2023-12/ka

This page is a translated version of the page Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2023-12 and the translation is 100% complete.

ახალი ბეტა-ფუნქცია: კითხვის ხელმისაწვდომობა (Vector 2022)

 
ახალი მენიუ მიუმაგრებელ ვერსიაში, მომხმარებლის სახელის გასწვრივ

ფონდ ვიკიმედიის ვებ-გუნდმა აამუშავა ახალი ბეტა-ფუნქცია. მიზანი — ვიკიპედიის კითხვის პროცესის გაუმჯობესება დესკტოპ ვერსიაში. ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ სისტემაში შესული რედაქტორებისთვის, რომლებიც იყენებენ „Vector 2022“-ის იერსახეს. Მენიუს დასატესტად გადადით კონფიგურაციებში, „ბეტა-ფუნქციების“ სექციაში და აირჩიეთ „წაკითხვის ხელმისაწვდომობა (Vector 2022)“. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ის ყველა ვიკიში გლობალური კონფიგურაციების გამოყენებით.

ახალ მენიუში ტექსტის ზომის სამი პარამეტრია მოცემული — პატარა, სტანდარტული და დიდი. პატარა არის მიმდინარე ნაგულისხმევად მოცემული. დიდი განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ზომების დამატებითი გაზრდა. სტანდარტული პარამეტრი შეიძლება მოგვიანებით გახდეს ახალი ნაგულისხმევად მოცემული. ეს რეკომენდირებულია როგორც ლიტერატურის კვლევის, ასევე პროტოტიპის ტესტირების შედეგად. ამავე მენიუში ჩვენ ასევე დავამატეთ გვერდის სიგანის შეცვლის პარამეტრი. ადრე, ის ხელმისაწვდომი იყო ეკრანის ქვედა კუთხეში. ახლა მისიპოვნა გაცილებით ადვილია. მენიუს დამაგრება შესაძლებელია ინსტრუმენტების და მთავარი მენიუების მსგავსად, ორივე განთავსებულია დესკტოპის ინტერფეისის გვერდითა სვეტებში. როდესაც მენიუ არ არის დამაგრებული, იგი გამოჩნდება მომხმარებლის სახელის გვერდით.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნული პროტოტიპის ტესტირებას: ოქტომბერში და ნოემბერში ჩვენ გავუზიარეთ პროტოტიპი ვიკიპედიის 13 ენობრივ საზოგადოებას. იგი რედაქტორებს საშუალებას აძლევდა ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ ტექსტის სხვადასხვა პარამეტრებზე და გაეზიარებინათ ჩვენთვის თუ რომელი კონფიგურაცია იყო მათთვის ყველაზე კომფორტული. ჩვენ მივიღეთ უკუკავშირი 632 მომხმარებლისგან. ისინი დაინტერესდნენ ცვლილებებით და გაგვიზიარეს სასურველი ვარიანტები, რომლებიც სამი ზომის კატეგორიაში გაერთიანდა — პატარა, საშუალო და დიდი. გაეცანით უფრო მეტ ინფორმაციას ტესტირების შესახებ აქ.

ეს ცვლილებები პროექტ „წაკითხვისთვის ხელმისაწვდომობის“ ხელშეწყობის პროექტის ნაწილია. მისი მიზანია გაუმჯობესდეს ტიპოგრაფია დესკტოპსა და მობილურ საიტებზე. საბოლოო ჯამში, სისტემაში შესული და გამოსული მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ სასურველი პარამეტრები.

გამოცადეთ ახალი მენიუ და შეგვატყობინეთ თქვენი აზრი მის შესახებ. ჩვენ გავეცნობით თქვენს იდეებსა და კომენტარებს ამ ფუნქციის გასაუმჯობესებლად.