User:SGrabarczuk (WMF)/sandbox/9/ka
Vector 2022-ის ცვლილებები სისტემიდან გამოსული მომხმარებლებისთვის
მოგესალმებით,
გასულ კვირას ჩვენ გავააქტიურეთ გვერდის ხელსაწყოების მენიუ სისტემიდან გამოსული მომხმარებლებისთვის. სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის ის 2023 წლის იანვრიდან იყო ხელმისაწვდომი.
მენიუ შესაძლებლობას გვაძლევს გამოვყოთ მთელი ვიკიპედიისთვის განკუთვნილი სანავიგაციო ხელსაწყოები კონკრეტული გვერდისთვის განკუთვნილისგან. პირველ ჯგუფში თავს იყრის ისეთი ღილაკები, როგორიცაა „მთვარი გვერდი“ და “შემთხვევითი გვერდი“. მეორე ჯგუფში მოცემულია ისეთი ღილაკები, როგორიცაა „ბმულები გვერდზე“, „დაკავშირებული ცვლილებები“ და „ამ გვერდის ციტირება“. მენიუში თავს იყრის კონკრეტულ გვერდთან დაკავშირებული ხელსაწყოების სია. მანამდე, აქედან ზოგიერთი ლინკი იყო მთავარ მენიუში (გვერდითა მენიუ) ან „მეტი“-ში („ისტორიის“ ღილაკის გვერდზე). ჩვენი მიზანია ახალი მკითხველისთვის და რედაქტორებისთვის უფრო გასაგებად ჩვენება, თუ რას ემსახურებიან ეს ლინკები.
ასევე, საჭიროებისამებრ, მენიუს მიმაგრება და მოხსნაა შესაძლებელი. იგი ასევე მიწებებადია, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გვერდის „დასქროლვის“ შემთხვევაში, იგი დარჩება ერთ მიმაგრებულ ადგილას. ამას დამატებული, სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის იგი სულ მუდმივად ჩვენებადია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხედავენ მენიუს ისე, როგორც აქვთ მითითებული (მიმაგრებული ან არა), მიუხედავად გვერდის გადატვირთვის ან ხელახლა გახსნისა. თუმცა, სისტემიდან გამოსული მომხმარებლებისთვის ეს მუდმივი არ არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ შესაძლებლობას მომავალში ჩავამატებთ.
ამ ცვლილებით, ჩვენ ასევე უფრო თვალსაჩინოს გავხდით გვერდის შინაარსის ბლოკს. ახლა, ხალხს სჭირდება უფრო ხშირად გვერდის „დასქროლვა“ შინაარსის ბლოკის სანახავად. ეს იყოს ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ბოლო ორი დღის მანძილზე ხშირად ვისმენდით საზოგადოებისგან და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტს ამ პრობლემას.
- მოდით ერთად ვიმუშაოთ
- გამოიწერეთ სიახლეები ბოლო განახლებების მისაღებად.
- გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და კითხვები ჩვენი პროექტის განხილვის გვერდზე.
- შექმენით დავალებად „ფაბრიკატორზე“ და ჩაამატეთ მასში
Desktop Improvements (Vector 2022)
ტეგი ან მოგვწერეთ, თუ შეამჩნიეთ პრობლემა. - თარგმნეთ MediaWiki.org-ზე მოცემული დოკუმენტაცია.
გმადლობთ!