Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2024-07 deployments/ka

This page is a translated version of the page Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2024-07 deployments and the translation is 100% complete.

მუქი რეჟიმი მალე სისტემიდან გასული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება!

 

მოგესალმებით, ბოლო წლების მანძილზე ფონდ ვიკიმედიის „ვებ“ გუნდი მუშაობს მუქი რეჟიმის დანერგვაზე. ეს სამუშაო „წაკითხვის ხელმისაწვდომობის“ ნაწილია, რომელიც შეაქვს ცვლილებები „Vector 2022“ და „Minerva“ გარე იერსახეში. იგი აუმჯობესებს წაკითხვის პროცესს და საშუალებას აძლევს ყველას, როგორც სისტემაში შესულ, ისე გასულ მომხმარებლებს, შეარჩიონ კითხვაზე ორიენტირებული პარამეტრები.

წლის დასაწყისიდან მუქი რეჟიმი ხელმისაწვდომია როგორც ბეტა ფუნქცია, როგორც მობილურ, ისე დესკტოპის ვერსიაზე. ჩვენ ვთანამშრომლობდით თარგების და სხვა ტექნიკურ რედაქტორებთამ ვიკიპედიის სივრცის მოსამზადებლად ამ ფუნქციისთვის. ეს სამუშაო მოიცავდა თარგების გასწორებას და იმის უზრუნველყოფას, რომ გვერდების უმეტესობა შესაძლებელი იყოს მუქ რეჟიმში გამოსაჩენად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ჩვენ გვინდა მადლობა ვთქვათ ყველას, ვინც მონაწილეობს ამ საქმეში. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა, მომავალ კვირას, ჩვენ ჩავრთვათ ფუნქციას ყველა ვიკიპედიისთვის!

ჩართვის კონფიგურაცია და ვადები

  • 1 და 2 რიგის ვიკიპედიები: ვიკიპედიები, სადაც პრობლემების რაოდენობა მუქ რეჟიმში, ნათელ რეჟიმთან შედარებით არ არის მნიშვნელოვანი. ამ ვიკიპედიებში მუქი რეჟიმი ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სისტემიდან გამოსული მომხმარებლებისთვის, ისე შესული მომხმარებლებისთვის. თუმცა, მცირე პრობლემები შეიძლება კვლავ არსებობდეს თარგებში. ჩვენ დავამატებთ ამ პრობლემების დარეპორტების შესახებ გზებს, რათა გავაგრძელოთ თარგების შესწორება რედაქტორებთან ერთად.
  • მე-3 რიგის ვიკიპედიები: ვიკიპედიები, სადაც მუქ რეჟიმში არსებული პრობლემების რაოდენობა ნეთელ რეჟიმთან შედარებით მნიშვნელოვანია. ამ ვიკიპედიებში მუქი რეჟიმი ჩაირთვება მხოლოდ სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის. ჩვენ გვსურს მუქი რეჟიმი გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის. თუმცა, ზოგიერთი ვიკიპედია კვლავ მოითხოვს თემების გასწორებას თარგების ადაპტაციისთვის. ზემოთ მოყვანილი რიგის მსგავსად, ეს ვიკიპედიები ასევე მიიღებენ პრობლემის დარეპორტების საშუალებას, რაც დაეხმარება დარჩენილი პრობლემების ამოცნობას.
  • 1 ივლისის კვირა: მუქი რეჟიმი ჩაირთვება მობილური ვერსიაზე („Minerva“-ს იერსახეზე) პირველი რიგის ვიკიპედიებისთვის
  • 15 ივლისის კვირა: მუქი რეჟიმი ჩაირთვება დესკტოპის ვერსიაზე (Vector 2022) ყველა ვიკიპედიაში; მობილურ ვერსიაზე: სისტემაში შესული და გამოსული მეორე რიგის ვიკიპედიებში, და სისტემაში შესული მომხმარებლებისთვის მხოლოდ მე-3 რიგის ვიკიპედიებში

როგორ ჩავრთოთ მუქი რეჟიმი

ფუნქცია გამოჩნდება იერსახის მენიუში ტექსტისა და სიგანის შეცვლის ღილაკთან ერთად. თავსებადობისა და ტექნიკური არქიტექტურიდან გამომდინარე, ზოგიერთი გვერდი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი მუქ რეჟიმში. ამ გვერდებისთვის მენიუში გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც შეიცავს დამატებით ინფორმაციას მასზე.

როგორ გავაუმჯობესოთ მუქი რეჟიმი!

თუ გსურთ დაგვეხმაროთ, რომ მეტი გვერდი გახდეს მუქ რეჟიმში ხელმისაწვდომი, გადადით ჩვენს წინა შეტყობინებაზე და იხილეთ სექცია „რა გვინდა, რომ გააკეთოთ (თარგის რედაქტორები, ინტერფეისის ადმინისტრატორები, ტექნიკური რედაქტორები)“.

Მადლობა ყველას. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს კითხვებს, მოსაზრებებს და კომენტარებს!